პროექტის სახელი: ,,ჩემი ეროვნული პარკი“
პროექტის მოკლე აღწერა:
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან ბ/ხარაგაულის ერ. პარკის ისტორიას, მის ფლორასა და ფაუნას, დღევანდელობასა და პერსპექტივებს.
პროექტის სრული აღწერა: დაცული ტერიტორიების მნიშვნელობის შესასწავლად მოსწავლეებს ვთავაზობ პროექტს ბ/ხარაგაულის ერ. პარკის შესახებ. პროექტში ჩართულ 20– მდე მოსწავლეს პროექტის ფარგლებში შესაძლებლობა ექნება შეისწავლონ ბორჯომის ნაკრძალისა და ერ. პარკის ისტორია ,წითელ წიგნში შეტანილი ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლები, ერ. პარკის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლები და სამომავლო პერსპექტივები. გარდა ამისა, საშუალება მიეცემათ უმოკლესი ტურისტული მე–7 ბილიკით ლაშქრობა მოაწყონ ერ. პარკში და დაათვალიერონ ნაკრძალის მუზეუმი. პროექტის ფარგლებში 3–4 მონაწილისაგან შემდგარი ჯგუფები მოამზადებენ საპრეზენტაციო მასალებს თემებისათვის: 1) ბორჯომის ნაკრძალისა და ერ .პარკის ისტორია; 2) წითელი წიგნის ბინადარნი: 3)ერ. პარკის ისტორიული ძეგლები: 4) ნაკრძალის მუზეუმი :5) პან– პარკის პერსპექტივები.
მონაწილეთა ასაკი: 14–15 წელი
პროექტის ხანგრძლივობა: ერთი თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები: საჭირო ლიტერატურის და ინფორმაციის მოძიება, თვალსაჩინო მასალის შეგროვება , ექსკურსია –ვიზიტი ნაკრძალის მუზეუმში , ფოტო და ვიდეო მასალის მოგროვება, ინტერვიუს აღება, ალბომის, კედლის გაზეთის და პრეზენტაციების მომზადება, მასალების მოძიება –შერჩევა საინფორმაციო –შემეცნებითი ფურცლისათვის, ლაშქრობა მე–7 ტურისტული ბილიკით. (ლაშქრობის ხანგრძლივობა 3სთ.).
მოსალოდნელი შედეგები: /პროდუქტები, რაც შეიძლებაშეიქმნას:
ა)პროექტში მონაწილე მოსწავლეები სრულყოფილად შეისწვლიან ერ. პარკის ისტორიას, მის მნიშვნელობას, უნიკალურ ბუნებრივ სიმდიდრეებს, pan- პარკების ქსელის მნიშვნელობას პარკისა და რეგიონის განვითარებისათვის.
ბ)მოეწყობა პრეზენტაცია (ხუთი თემის შესაბამისად)
.
გ)მომზადებული ფოტოალბომი და სლაიდშოუ
დ) გამოშვებული კედლის გაზეთი (სპეც.ნომერი)
ე ) გამოცემული და სკოლაში გავრცელებული საინფორმაციო –შემეცნებითი ფურცელი.
სასარგებლო სხვებისათვის :პრეზენტაციის ,ფოტოალბომის, საინფორმაციო –შემეცნებითი ფურცლისა და სლაიდ–შოუს საშუალებით სკოლის დანარჩენ მოსწავლეებს, ეკოკლუბის წევრებსა და საბუნებისმეტყველო კათედრის პედაგოგებს , რომლებსაც ნაკლებად , მიუწვდებათ ხელი აღნიშნულ ინფორმაციაზე, გავაცნობთ პროექტის შედეგებს. დავაინტერესებთ და სურვილის შემთხვევაში დავეხმარებით ლაშქრობა –ექსკურსიების მოწყობაში.
სამუშაო ენა: ქართული
მონაწილეები სხვა სკოლებიდან :მე–3 საჯარო სკოლის ეკოკლუბის მოსწავლეები.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ავშირი: პრექტის ფარგლებში დამყარდება კავშირი შემდეგ დისციპლინებთან: ისტორია, გეოგრაფია, ეკოლოგია, ხატვა.
პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში კვლევა– ძიების უნარის განვითარებას ,ინფორმაციის მოპოვების. დამუშავების და ისტ–ის გამოყენებით საპრეზენტაციოდ მომზადების უნარ– ჩვევების ჩამოყალიბებას, განუვითარებს საზოგადოებასთან ურთიერთობის კულტურას
პროექტის ფასილიტატორი:. ა. ტაბატაძე.
ფასილიტატოროს ელ–ფოსტა: asmattabatadze@gmail.com